GE

Thurgood Marshall - 2023

02 თებერვალი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის - Thurgood Marshall.

კონკურსის მიზანია მომავალი იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და მათი დაინტერესება. აბიტურიენტები შეძლებენ გამოსცადონ თავიანთი წერილობითი და ზეპირი უნარ-ჩვევები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე წერილობითი მსჯელობისა და ზეპირი გამოსვლის გზით.

 

კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

I ტური - 4 მარტი

II ტური - 18 მარტი

 

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

 

I პირველი ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი

II მეორე ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი

III მესამე ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი

 

*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

 


რეგისტრაცია დასრულებულია.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

თეკო ძიძიგური

ელ-ფოსტა: t.dzidziguri@freeuni.edu.ge