Thurgood Marshall 2024-ის ორივე ტური ჩატარდა
28 მარტი 2024
თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი კონკურსის Thurgood Marshall-ის ორივე ტური ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში და მიიღებენ სასწავლო გრანტს:
- I პირველი ადგილი – 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
- II მეორე ადგილი – 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
- III მესამე ადგილი – 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
Thurgood Marshall კონკურსი განკუთვნილია XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამართლის საბაკალავრო პროგრამით.
ყოველწლიურად თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებს სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა შემეცნებით კონკურსს. კონკურსების გამარჯვებულები მოიპოვებენ სწავლის დაფინანსებისათვის გრანტებს კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდისგან.
![Marsali 1](/media/2sabopnm/marsali-1.jpg)
![Marsali 2](/media/efjnm20m/marsali-2.jpg)
![Marsali 3](/media/425bb2am/marsali-3.jpg)
![Marsali 4](/media/dmllklfk/marsali-4.jpg)
![Marsali 5](/media/kdfbfajk/marsali-5.jpg)