GE

თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი Thurgood Marshall

25 მარტი 2023

აბიტურიენტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამართლის საბაკალავრო პროგრამით, კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი Thurgood Marshall.
კონკურსის მიზანია მომავალი იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და მათი დაინტერესება.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან აპრილში, კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში და მიიღებენ სასწავლო გრანტს:
• I პირველი ადგილი – 2 000-ლარიანი სასწავლო გრანტი
• II მეორე ადგილი – 1 500-ლარიანი სასწავლო გრანტი
• III მესამე ადგილი – 1 000-ლარიანი სასწავლო გრანტი

Thurgood Marshall 25 March