GE

თიკო ბარათაშვილი სწავლას ბელგიაში გააგრძელებს

23 ივლისი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი თიკო ბარათაშვილი სწავლას ბელგიაში გააგრძელებს.

თიკო სამაგისტრო პროგრამაზე ლიუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ბელგიური მხარე დაფარავს.

2017 წელს ბარათაშვილი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში იმყოფებოდა ზელენა გორას (პოლონეთი) უნივერსიტეტში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ვარშავაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციის "კომპაქტური ობიექტები" მუშაობაში და ამა წლის 1-5 ივლისს ესწრებოდა თეორიული ფიზიკის სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ერევანში გაიმართა.

ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი უკვე სამი წელია ევროპის ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტის ტიტულს ფლობს. 

თიკო ბარათაშვილი სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს.