GE

თორნიკე ონოფრიშვილი რომში გაემგზავრება

10 თებერვალი 2019

MACS-ის სკოლის ინჟინერიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე ონოფრიშვილი სამეცნიერო შედეგების წარმოსადგენად მიწვეულია რომში გასამართ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნება უახლოეს მიღწევებს ოპტიკაში, ელექტრომაგნეტიზმსა და ნანოტექნოლოგიებში.
 
თორნიკე წარადგენს ნაშრომს სათაურით: "Fully All-Optical Multi-Input Logic Gates based on Bandgap Solitons in Guiding Photonic Crystal Nanostructures". ნაშრომში წარმოდგენილია ოპტიკური ლოგიკური გეიტების მუშაობის ახალი მოდელი, რომელიც ეფუძნება სინათლისა და სტრუქტურის (მასალის) ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ფიზიკურ პროცესს. თორნიკე ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ქართულ-ევროპულ სამეცნიერო პროექტში, რომლის ფარგლებშიც არის შესრულებული ამ ნაშრომის დიდი ნაწილი. შარშან იგი უკვე იყო მიწვეული იაპონიაში, სადაც წარმოადგინა ნაშრომის პირველადი შედეგები.
 
ნაშრომის ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.