GE

თორნიკე ონოფრიშვილის მორიგი ნაშრომი საერთაშორისო სიმპოზიუმზე

19 ივნისი 2019

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების (MACS) სკოლის ინჟინერიის მიმართულების სტუდენტმა თორნიკე ონოფრიშვილმა წარმოადგინა ნაშრომი იტალიაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე.
ნაშრომის სათაურია: "Fully All-Optical Multi-Input Logic Gates based on Bandgap Solitons in Guiding Photonic Crystal Nanostructures", სადაც წარმოდგენილია მთლიანად ოპტიკური ლოგიკური გეიტების რეალიზაციის გზა ფოტონური ნანოსტრუქტურების გამოყენებით.
მთლიანად ოპტიკური ლოგიკური გეიტების დამზადების გარეშე ოპტიკურ კომპიუტერებზე გადასვლა წარმოუდგენელია. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ელექტრული ხელსაწყოების მთლიანად ჩანაცვლება ოპტიკურ პრინციპებზე მომუშავე ხელსაწყოებით, თუმცა მეცნიერება მისი დამზადებისკენ მიდის. თორნიკე უკვე 2 წელია ჩართულია საერთაშორისო პროექტში და მისმა კვლევებმა აჩვენა საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები, რომელთა დამტკიცება ახლა მხოლოდ ექსპერიმენტის საშუალებით უნდა მოხდეს.
თორნიკე არის უკვე ერთი საჟურნალო ნაშრომის ავტორი და მისი მეორე ნაშრომი გადის რეცენზიას. იგი ასევე შარშან მიწვეული იყო იაპონიაში შედეგების წარმოსადგენად.
თორნიკეს რომში გამგზავრება დააფინანსა ცოდნის ფონდმა. მისი ნაშორმების და კვლევების ხელმძღვანელია მაქსის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.