GE

თორნიკე ონოფრიშვილის ნაშრომი OQE-ში გამოქვეყნდება

19 მარტი 2019

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლის (MACS) ინჟინერიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი თორნიკე ონოფრიშვილის ნაშრომი სათაურით: "Digital Signal Processing in Coupled Photonic Crystal Waveguides and Its Application to an All-Optical AND Logic Gate" გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში "Optical and Quantum Electronics".

ნაშრომი შევა სპეციალურ გამოცემაში, რომელიც ეძღვნება ფოტონურ-კრისტალურ ნანოსტრუქტურებს, პლაზმონურ სტრუქტურებს და სენსორებს. ნაშრომი შესრულებულია გერმანიის და ჩეხეთის სამეცნეირო ჯგუფებთან ერთად და მასში წარმოდგენილია ოპტიკური ლოგიკური გეიტების მუშაობის ახალი მოდელი, რომელიც ეფუძნება სინათლისა და სტრუქტურის (მასალის) ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ ფიზიკურ პროცესს.   

თორნიკე ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა ქართულ-ევროპულ სამეცნიერო პროექტში, რომლის ფარგლებშიც არის შესრულებული ამ ნაშრომის დიდი ნაწილი. შარშან იგი უკვე იყო მიწვეული იაპონიაში, სადაც წარმოადგინა ნაშრომის პირველადი შედეგები.  

წელს ივნისში კი მიწვეულია რომში გასამართ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც ეძღვნება უახლოეს მიღწევებს ოპტიკაში, ელექტრომაგნეტიზმსა და ნანოტექნოლოგიებში

ნაშრომის ხელმძღვანელია MACS-ის სკოლის პროფესორი ვახტანგ ჯანდიერი.