თორნიკე ღუტიშვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს!
28 მარტი 2016
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე ღუტიშვილი სექტემბრიდან სწავლას აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტის ფიზიკის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს.
მერილენდის უნივერსიტეტი თორნიკეს სწავლას, კვლევასა და აშშ-ში ცხოვრების ხარჯებს სრულად დაუფინანსებს.
რამდენიმე თვის წინ თორნიკემ GRE ტესტში მაქსიმუმი 990 ქულა აიღო და მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო 5%-ში შევიდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლამ პირველი ნაკადი 2011 წელს მიიღო.
თორნიკეს ჯგუფი სკოლის პირველი გამოშვებაა.