GE

Train-the-Trainer ჩაატარა შვეიცარიელმა ექსპერტმა

01 მაისი 2024

კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა 5-დღიანი ინტენსიური ტრენინგი ლექტორთა გადამზადების მიზნით. სატრენინგო პროგრამა Train-the-Trainer ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა, Amaury Depaux-მა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

Amaury Depaux არის კონსულტანტი და ტრენერი EHL ჯგუფში. საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შვეიცარიულ EHL Advisory Services-თან, რომელიც წარმოადგენს EHL Hospitality Business School-ის საკონსულტაციო ფილიალს. EHL დაფუძნდა 1873 წელს როგორც Ecole Hôtelière de Lausanne და წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტს მასპინძლობის სფეროში. EHL მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით საერთაშორისო უნივერსიტეტებს შორის იკავებს პირველ ადგილს ბოლო 6 წლის განმავლობაში QS World University Rankings-ის თანახმად.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს სწავლების მეთოდებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები:

  • Science & Art of Learning (Pedagogy & andragogy; Bloom’s taxonomy)
  • Question Techniques (Application of question techniques; Values of questions; Types of questions)
  • One-on-One Facilitation (Rationale, caution & premise; Preparation and checklist; Learning plan)
  • Feedback, Giving & Receiving (Types of feedback; Feedback vs feedforward; Five criteria of feedback; Impacts of feedback)
  • From Teaching to Facilitation (Teaching vs. facilitation; How to Facilitate; Verbal and non-verbal communication)
  • Active learning & Storytelling (Definition & importance; 6 types of learning types; Types of learning activities; Storytelling)
  • One-On-Many Facilitation (Sequence, objects & activities; Topics and requirements; OOM facilitation checklist)
  • Blended Learning & Digital Toolbox (Principles of digital teaching and learning; Traditional vs blended vs flipped learning; Digital toolbox demo)

შვეიცარიული უნივერსიტეტის საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად, თითოეულმა მონაწილემ მოამზადა და წარადგინა One-on-One და One-On-Many ვიდეოკლიპები ტრენინგის გაიდლაინების მიხედვით.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, კერძოდ USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

1 Train The Trainer 2Train The Trainer 3Train The Trainer 4Train The Trainer 5Train The Trainer 6Train The Trainer 7Train The Trainer 8Train The Trainer 9Train The Trainer 10Train The Trainer