GE

ტრენინგები მენეჯერებისთვის

13 თებერვალი 2014

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა საქართველოს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის ორი ტრენინგი ჩაატარეს. 

ტრენინგები, რომლებსაც აკაკი თავაძე, დავით მარკოზაშვილი, ხათუნა სანიკიძე და ლელა ხუნდაძე უძღვებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის დაკვეთით ჩაატარდა. სემინარები ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველი ეტაპი ზოგად მენეჯმენტს მიეძღვნა, მეორე კი - ტრენერების ტრენინგს მოიცავდა. 

მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია 11 თებერვალს გაიმართა. მონაწილეებს კურსის დასრულება ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსმა უილიამ ლაჰიუმ მიულოცა და წარმატება უსურვა.