GE

ტრენინგი პარტნიორთა შეთანხმებების შესახებ

23 თებერვალი 2015

18-21 თებერვალს კახა ბენდუქიძის კამპუსში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი "პარტნიორთა შეთანხმებებისა და დირექტორთა პასუხისმგებლობის სამართლებრივი, ფინანსური და საგადასახადო ასპექტები".

4 დღიანი ტრენინგის განმავლობაში განხილულ იქნა სამეწარმეო სამართლის ისეთი საკითხები, როგორიც არის პარტნიორთა შეთანხმების ფუნქცია, შინაარსი და აღსრულება, პარტნიორთა უფლებები და ხელმძღვანელთა ვალდებულებები.

სამართლებრივ საკითხებთან ერთად ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ და საგადასახადო საკითხებს, კერძოდ, მეწილეს ღირებულება, სინერგიების სახეები, discounted cash flow, წილებისა და აქციების გასხვისება, კაპიტალში შენატანების განხორციელება, საწარმოს აქტივების გაყიდვა და აღნიშნული ოპერაციების საგადასახადო შედეგები.

ტრენინგში მონაწილეობა 30-მა პრაქტიკოსმა იურისტმა და ფინანსიტმა მიიღო ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორც არის პსპ ჯგუფი, შატო მუხრანი, თიბისი ბანკი, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი", საადვოკატო კომპანიები კორძახია და ჟღენტი, VBAT, J&T Consulting და სხვა.

ტრენინგი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით.