GE

თვისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის წიგნი

02 სექტემბერი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტმა და მომავალ დიპლომატთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ თოფურიამ სპეციალურად დიპლომატიის სკოლისთვის დაწერა წიგნი პოლიტიკურ იდეოლოგიებზე.

"წიგნის პირველ თავში განხილულია პოლიტიკური იდეოლოგიების მნიშვნელობა, არსი, განვითარება, კლასიფიკაცია, მათი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მეორე თავი ეთმობა ლიბერალიზმის ისტორიას და განვითარებას. მესამე თავში კი განხილულია კლასიკური და თანამედროვე ლიბერალიზმის შეხედულებები და განსხვავებები, ლიბერტარიანული სკოლები და ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ფრიდრიხ ჰაიეკი, მილტონ ფრიდმანი, აინ რენდი, ჯონ ლოკი. წიგნის მეოთხე თავში - "იდეოლოგიები ქართულ პოლიტიკაში", წარმოდგენილია ქართული პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური ანალიზი. წიგნის ბოლოს კი გთავაზობთ ქართული კლასიკური ლიბერალიზმის ისტორიას ილია ჭავჭავაძისა და კახა ბენდუქიძის გაცნობით. ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, შეძლებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ფაქტების ანალიზს, ექნებათ მეტი ცოდნა თავისუფლებაზე, ტოლერანტობაზე, სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებზე, ნათლად გაარჩევენ მემარჯვენე და მემარცხენე იდეებს და შეძლებენ არგუმენტირებულად დასაბუთებას თუ რომელი შეხედულებაა მცდარი და რომელი – მართალი. მიღებული ცოდნით კი, მარტივად გამოიტანენ დასკვნას, თუ რომელი პოლიტიკური იდეოლოგიაა უფრო ახლოს მათ მოსაზრებებთან." - განაცხადა ავტორმა.