GE

უკრაინის გუნდთან სოლიდარობის ნიშნად სამართლის სკოლის გუნდმა საერთაშორისო კონკურსი დატოვა

15 მარტი 2022

უკრაინის გუნდთან სოლიდარობის ნიშნად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის 2022 წლის საერთაშორისო კონკურსის დატოვება გადაწყვიტა. უკრაინის გუნდს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო შეჯიბრში საომარი მდგომარეობის გამო. მიუხედავად ამისა, რუსეთის გუნდები ამ შესაძლებლობას არ არიან მოკლებული და პეტიცია მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ არ დაკმაყოფილებულა.
თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში არიან სამართლის სკოლის სტუდენტები მარიამ ალასანია, მარიამ გეწაძე, რატი აბუსერიძე და ლიკა მაზიაშვილი. მათ ხელმძღვანელობენ სამართლის სკოლის ლექტორები, თამარ თომაშვილი და დავით კაპანაძე.
 
“We, the members of Team 723 of Free University of Tbilisi, Georgia, in support of the teams from Ukraine, have decided to withdraw from the International Rounds of the Jessup 2022 competition.
More than two weeks ago Russia has commenced unlawful armed attacks on the territory of Ukraine. Despite the demand from international community, Russia refuses to cease fire and continues to carry out its acts of war against the sovereign Ukraine. Thousands have lost their homes and their loved ones and more than million Ukrainians were forced to flee and seek refuge. As a result, Ukrainian teams cannot participate in this competition, they have issued a petition (the Petition) demanding exclusion of Russian teams from Jessup 2022 in support and solidarity towards Ukrainians. This petition was disregarded, Russian teams are free to participate in Jessup 2022, while Ukrainian team members are deprived of this opportunity due to the ongoing Russian aggression.
Georgia has the similar history with Russia. We have been facing the same reality since our childhood, as Russian troops once again occupied Georgian sovereign territories in 2008 and to this day continue to violate our sovereignty. War in Ukraine has reopened our wounds and we feel their pain and suffering as our own, and want to show Ukraine our solidarity, support and empathy in all possible ways.
We are extremely grateful for having a chance to benefit from all the opportunities which Jessup Moot Court Competition offers to the young lawyers who are so passionate about the Public International Law and most importantly – believe in its values. We believe that Moot Court competitions carry unique academic and professional value and serve and will continue to serve great educational purpose. Continuing violation of fundamental principles of International Law by the Russian Federation deprives our peers from Ukraine from enjoying such possibilities, and in their support we have decided to withdraw from the Jessup 2022 Competition.
Слава Україні!
Team 723
_____________________
ჩვენ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 723-ე გუნდმა, უკრაინული გუნდების მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ, მონაწილეობა აღარ მივიღოთ 2022 წლის ჯესაპის შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდებში.
ორ კვირაზე მეტია რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო შეტევები დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთი უარს ამბობს ცეცხლის შეწყვეტაზე და უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრძელებს საომარ მოქმედებებს. ათასობით ადამიანმა დაკარგა სახლი და ძვირფასი ადამიანები. მილიონ უკრაინელზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარი უცხო ქვეყნებში ეძებნა. შედეგად, უკრაინული გუნდები ვეღარ შეძლებენ 2022 წლის ჯესაპის შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას. უკრაინული ჯესაპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა პეტიცია, რომელიც მიზნად ისახავდა შეჯიბრიდან რუსული გუნდების დისკვალიფიკაციას, უკრაინის მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით. მოცემული პეტიციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რუსულ გუნდებს შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა 2022 წლის ჯესაპში, როდესაც უკრაინულ გუნდებს მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე ეს შესაძლებლობა წაერთვათ.
საქართველოს რუსეთთან მსგავსი ისტორია აკავშირებს. ჩვენ ბავშვობიდან ანალოგიურ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. გვახსოვს 2008 წლის ომი, როდესაც რუსეთმა ხელახლა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და დღემდე აგრძელებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას. უკრაინაში მიმდინარე ომმა გაგვიახლა ჩვენი ჭრილობები და მათ ტკივილსა და ტანჯვას საკუთარივით ვგრძნობთ. გვინდა, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა, მხარდაჭერა და ემპათია ყველა შესაძლო გზით გამოვხატოთ.
მადლიერები ვართ, რომ მოგვეცა შანსი გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობები, რომელსაც ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესი იმ ახალგაზრდა იურისტებს სთავაზობს, რომლების დიდი ენთუზიაზმი აკავშირებთ საერთაშორისო საჯარო სამართალთან და სწამთ მისი ღირებულებების. გვჯერა, რომ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს აქვთ განსაკუთრებული აკადემიური და პროფესიონალური ღირებულება და ემსახურებიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიზანს. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს ამგვარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას ართმევს. მათ მხარდასაჭერად გადავწყვიტეთ, დავტოვოთ 2022 წლის ჯესაპის შეჯიბრი.
Слава Україні!
Team 723”