GE

ულამაზესი კორეა

22 დეკემბერი 2014

26-27 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი ფესტივალის "ულამაზესი კორეა"-ს მესამე ღონისძიებას უმასპინძლებს.
ფესტივალს წარმოგიდგენთ საქართველოს კორეული ასოციაცია, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და დოკდოს ფონდი.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), პრეზენტაცია კუნძულ დოკდოს შესახებ, მოეწყობა დოკდოს ფოტოების გამოფენა, ფოტოზონა (სადაც სტუმრებს ადგილზე გადაღებული ფოტოების დაბეჭდვის საშუალება ექნებათ), კორეული კალიგრაფია, საქველმოქმედო აქცია და ასევე, გათამაშედბა საინტერესო კორეული სუვენირები.
ღონისძიება ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრსა და ფოიეში.

გთავაზობთ დღის წესრიგს.

26 დეკემბერი:
11:00 ფესტივალის გახსნა
11:30 მხატვრული ფილმი "საოცრება N7 კამერაში"
14:00 მხატვრული ფილმი "შესავალი არქიტექტურაში"
16:30 მხატვრული ფილმი "მზიანი"
19:00 მხატვრული ფილმი "ეროვნული ნაკრები"

27 დეკემბერი:
11:00 მხატვრული ფილმი "ქალბატონი ბებია"
13:30 მხატვრული ფილმი "პაპაროტი"
16:00 მხატვრული ფილმი "საუკეთესო მზარეული 2 - ქიმჩი შეჯიბრი"
18:00 ფესტივალის დახურვა.

დასწრება თავისუფალია.