GE

უნივერსიტეტების საჩუქარი 52-ე სკოლას

02 მარტი 2016

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ფიზიკოს ექსპერიმენტატორთა კონკურსის გამარჯვებული გუნდის სკოლას, ტრადიციული გრანტის გარდა სპეციალურუ კედლის საათით დააჯილდოვებს.

კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება.

უნივერსიტეტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საათები ასევე გადაეცემა აქამდე გამარჯვებულ ყველა სკოლას.

დღეს საჩუქრის იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლამ მიიღო.

ღონისძიებას უნივერსიტეტის პრორექტორ, პროფესორები, სკოლის დირექტორი და მოსწავლეები ესწრებოდნენ.