GE

კონფერენცია „სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები"

03 ივნისი 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 29 მაისს ჩატარდა აკადემიური კონფერენცია თემაზე „სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები”.

კონფერენცია შედგებოდა 2 პანელისაგან, რომლის მომხსენებლები იყვნენ: გიორგი მშვენიერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ნონა ქურდოვანიძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, თეიმურაზ ტუღუში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, გიორგი ბერაია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

კონფერენციას მოდერაციას უწევდა გიორგი ბურჯანაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე (2017-2023).

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა მიმოიხილეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფორმირების და მისი განვითარების ისტორია საქართველოში, საკანონმდებლო ჩარჩო და საქმიანობის სფეროები, სახალხო დამცველის კონსტიტუციური როლი, წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები და სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა და არსებული გამოწვევები, სახალხო დამცველის ინსტიტუტის ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო სექტორთან.

აკადემიური კონფერენცია ჩატარდა კახა ბენდუქიძის კამპუსში.

USAID Giorgi Burjanadze