GE

საჯარო ლექცია თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში”.

16 მარტი 2023

2023 წლის 7 მარტს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გამართა საჯარო ლექცია თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციების როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში”.
საჯარო ლექციის მომხსენებელი იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.
საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოშობის და განვითარების ისტორია, მათი როლი და მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში. ასევე, მომხსენებელმა მიმოიხილა ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ეხება უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას, ისაუბრა ამ კანონპროექტის შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია სექტორზე, არამედ ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

USAID Rule Of Law Program