GE

უშუისტების გამოსვლა

28 მარტი 2013

დღეს, სპორტულ კომპლექსში „არენა", თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩინური ორთაბრძოლის - უშუს საჩვენებელი გამოსვლა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე ჩინელი უშუისტები იღებდნენ.

ჩინელი უშუისტები პირველი კატეგორიის სპორტსმენები არიან, რომლებიც საქართველოში თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ღონისძიების მიზანი საქართველოსა და ჩინეთს შოროს კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და ჩინური კულტურის უკეთ შესწავლაა.