GE

VA[A]DS-ელები გერმანიაში

13 აგვისტო 2022

VA[A]DS-ის მესამე და მეოთხე კურსელებმა გიორგი ხანიაშვილის და გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის საგნის "ობიექტი და ინსტალაციის" ფარგლებში სემესტრის განმავლობაში შეასრულეს STOA169 ღია მუზეუმისთვის მოდელები - https://stoa169.com/en/home/
 
მუზეუმის დამფუძნებელი, ბერნდ ციმერი, ჩამოსული იყოს მაისში თბილისში, შესრულებული მაკეტებიდან 4 სტუდენტის ნამუშევარი აარჩია და სტუდენტები მიიწვია გერმანიაში, Polling-ში, ნამუშევრის ადგილზე რეალურ მასშტაბში შესასრულებლად.
 
შესაბამისად, 3-დან 9 აგვისტომდე ვატო ბაქრაძე, მარიამ მესტვირიშვილი, თეიმურაზ ერისთავი და თინა ჯანიაშვილი იმყოფებოდნენ გერმანიაში.
 
აქამდე STOA169-ში მხოლოდ 2 სახელოვნებო სკოლის სტუდენტების კოლონა იყო წარმოდგენილი - ციურიხის უნივერსიტეტის და ვენის სამხატვრო აკადემიის. თავისუფალი უნივერისიტეტის VA[A]DS-ის სტუდენტები მესამე ჯგუფია, რომელმაც იქ ნამუშევარი შეასრულა.
 
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდეტები პირველი ქართველი ხელოვანები არიან, ვინც ამ საერთაშორისო ღია ცისქვეშ მუზეუმში თავიანთი ნამუშევარი წარმოადგინეს.