VADS-ის გამოფენა კამპუსში
04 მაისი 2016
6 მაისს 17:00 საათზე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინი სკოლა წარმოგიდგენთ სემესტრის შუალედურ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება პირველი და მეორე კურსელების ნამუშევრები.
სივრცე. ვადსის გამოფენა / Space. VADS Exhibition
სტუდენტებს უნდა შეექმნათ ისეთი ნამუშევრები, რომელთა პრეზენტაციისთვის კედლი არ იქნებოდა საჭირო, სწორედ ამიტომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ სამგანზომილებიანი ობიექტები.
პირველი კურსი:
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორი განსხვავებული ჯგუფის ნამუშევრები, შექმნილი განსხვავებულ თემატიკაზე.
ნინო სეხნიაშვილის სტუდენტების ნამუშევრების თემა "სიყვარულია", ხოლო კოტე სულაბერიძისა და ნინო ჭილაშვილის სტუდენტების თემაა “სივრცე”.
მეორე კურსი:
გამოფენაზე ასევე წარმოდენილი იქნება მეორე კურსელების ნამუშევრები, სახელწოდებით “სივრცე”.
დასწრება თავისუფალია.