GE

VADS-ის სტუდენტების მხატვრული ფილმის გადაღებაში მონაწილეობდნენ

03 აპრილი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტები, ლიკა იმედაშვილი და მურთაზ ფურცხვანიძე, ახალი ქართული მხატვრული ფილმის - "ვისი სული გსურს" შექმნაში მონაწილეობდნენ.
 
ლუკა უშუალოდ გადაღების პროცესში იყო ჩართული, როგორც ოპერატორი. იღებდა Making Of-ს და ასევე დრონიდან გადაღებულ კადრებს, ხოლო მურთაზი ფილმის მწარმოებელი კომპანიის რებრენდინგში იყო ჩართული და ფილმის ლოგო მისი შექმნილია.
 
ორივე სტუდენტი VADS-ის პირველკურსელია.