GE

VADS-ის წლის შემოქმედებითი ტურის გაცნობითი შეხვედრა

11 მაისი 2015

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

შაბათს, 16 მაისს, 12:00 საათზე ჩატარდება 2015 წლის შემოქმედებითი ტურის ბოლო გაცნობითი შეხვედრა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS) 2015 წლის მისაღები გამოცდების შემოქმედებითი ტურის პორტფოლიოს ციფრულად ატვირთვის თარიღებია:
18 - 28 მაისის ჩათვლით.

ასატვირთი ბმული დაიდება თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ გვერდზე 18 მაისს.

შაბათს მობრძანდით პორტფოლიოების განხილვაზე. მოიტანეთ თქვენი ნამუშევრები, მოისმინეთ რჩევები თქვენს ნამუშევრებზე და ივარჯიშეთ განსაზღვრულ დროში შემოქმედებითი დავალების შესრულებაში.
გაცნობით პროგრამაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით: https://goo.gl/fPYhCt