VADS-ს შემოქმედებითი ტური
30 აპრილი 2015
2015-2016 აკადემიური წელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ 19/ნ ბრძანების მე-8 მუხლისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის, ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტურების ჩატარების ვადების მოთხოვნათა შესაბამისად შემოქმედებითი ტურები ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
თუ გსურს ისწავლო თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლაში, ხელოვნების პროგრამაზე, შემოხაზე 0360108 და ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები და შემოქმედებითი ტური.
წელს, ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის სკოლა მიიღებს 30 პირველკურსელს.
შემოქმედებითი ტურის მოთხოვნები
2015 წლის შემოქმებედითი ტურის პორტფოლიოების ატვირთვის პერიოდია 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით.
ტურის სტრუქტურა | |
პირველი ეტაპი | |
| ციფრული პორტფოლიოების ატვირთვა მითითებულ ბმულზე
|
| შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპზე დაშვებული აბიტურიენტების სია გამოქვეყნდება თავისუფალი უნივერსტეტის ვებგვერდზე. პორტფოლიოს შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით: ინოვატიურობა და ტექნიკური შესრულების უნარები. ციფრული პორტფოლიოს (ნამუშევრების) შეფასება შეადგენს საბოლოო შეფასების 60%
|
მეორე ეტაპი | |
აბიტურიენტები კომისიას წარუდგენენ საკუთარ პორტფოლიოს და გაივლიან გასაუბრებას. აბიტურიენტს მისი გასაუბრების კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობება დამატებით. გასაუბრებაზე აბიტურიენტს კომისიის წევრები მისცემენ შემოქმედებით დავალებას. 30 წუთის განმავლობაში აბიტურიენტი ქმნის ესკიზს მოცემულ შემოქმედებით დავალების მიხედვით. (შემოქმედებითი დავალების შესასრულებელ მასალებს უნივერსტეტი უზრუნველყოფს). შემოქმედებით დავალება არ ფასდება. მის საფუძველზე კომისია ამოწმებს სტუდენტის პორტფოლიოს ავთენტურობას. გასაუბრებაზე აბიტურიენტის შეფასების კრიტერიუმი არის მისი პორტფოლიოს ჩანაფიქრის სიტყვიერად გამოხატვის უნარი, პრეზენტაცია და ხელოვნების საკითხებზე ზოგადი მსჯელობის უნარი.
| |
საბოლოო შეფასებები გამოქვეყნდება თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტისათვის შეტყობინების გზით და გადაეცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს |