GE

VADS-ში გამოფენა “სამი/3 პროექტი” გაიხსნა

03 იანვარი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის მეორე კურსის სემესტრის შემაჯამებელი გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ინტერიერის, გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების სტუდენტების ნამუშევრები.

ინტერიერის დიზაინის სტუდენტები წარმოადგენენ სამ განსხვავებულ პროექტს:

1.საბავშვო სათამაშო ზონა - პროექტი მოიცავდა ერთადერთ შეზღუდვას - დიზაინში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ძირითადად ხის მასალა;

2. არტისტის სამუშაო სივრცე - დავალება გულისხმობდა კუბის ფორმის (30X30X4 მ.) შენობის დიზაინის შექმნას. ნამუშევარში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ხის და შუშის მასალა;

3.სკამის დიზაინი - დავალება მოიცავდა პლასტმასის მასალის გამოყენებით სკამის დიზაინის შექმნას;

გრაფიკული დიზაინის სტუდენტის ნამუშევარი შესრულებულია “დამკვეთის” მიერ შემოთავაზებული ბრიფის მიხედვით. მიზანი ამოცანის კრეატიულად და ლაკონურად შესრულება იყო, რაც ტიპოგრაფიის, კომპოზიციის და ოპტიკური მანძილების განაწილების დაცვით უნდა შესრულებულიყო.

ესენია:

1.სხვადასხვა მუსიკალური ალბომის პოსტერი;

2.ღვინის ეტიკეტი;

3. ასობგერა "რ"- ს ორიგინალური პოსტერი;

4. პიკტოგრამები - სიყვარულის, ტერორიზმის, ტრადიციული სამზარეულოსა და ბუნების თემატიკაზე;

ვიზუალური ხელოვნების სტუდენტები წარმოგვიდგენენ ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებიც ცოცხალ ფიგურას და ცნობილი ნამუშევრების ინტერპრეტაციებს წარმოადგენენ;

ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - ია ქუთათელაძე.

გრაფიკული დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი - სანდრო ჩხაიძე.

ვიზუალური ხელოვნების, ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან ჭოღოშვილი.

გამოფენა 19 იანვრამდე გაგრელდება. 

მონაწილეები:

თიკა შელია

ანო ჯიშკარიანი

სალომე ფოცხვერაშვილი

მაკო კრიხელი

გიორგი გრძელიშვილი

ინგა ხატიაშვილი

მარი ცალანი

სოფო ჯაყელი

ანა ჯიბლაძე

ლიზი ლეფსვერიძე

სალომე ჯაფარიძე

სანდრო კენჭაძე

ანასტასია ახვლედიანი