GE

ვადსის სტუდენტების გამოფენა ვენაში, პარალელზე

05 ოქტომბერი 2016

პარალელი არის ცნობილი და ახალგაზრდა არტისტების და საგამოფენო სივრცეების, გალერეებისა და კურატორების ერთიანი პლატფორმა. ვენაში პარალელი მეოთხედ ჩატარდა, რომელში მონაწილეობაც თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS) სტუდენტებმა მიიღეს.
 
ასევე, წელს მიწვეულ 15 საერთაშორისო კურატორს შორის იყო VADS-ის დეკანი, ირინა პოპიაშვილი, რომელმაც ცნობილ ქართველ არტისტებთან, გურამ წიბახაშვილთან და გიორგი ოქროპირიძესთან ერთად წარადგინა ვადსის სტუდენტების ნამუშევრები.
 
პარალელი ორგანიზებულია კურატორების ჯგუფისა და ავსტრიის ფედერალური კანცელარიის მიერ.
 
გამოფენას ბევრი ვიზიტორი ყავდა. ავსტრიაში ვიზიტი და გამოფენაში მოანწილეობა VADS-ის სტუდენტებისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო - მათ პირველად მიეცათ საშუალება 400 საერთაშორისო არტისტთან, 20 გალერეასთან და 40 სოლო პროექტთან ერთად წარედგინათ თავიანთი ნამუშევრები.