GE

ვანგ ძიენ'უენის ლექცია ჩინური კულტურის შესახებ

26 ნოემბერი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოწვევით, ნანკინის კონსერვატორიის პროფესორმა ვანგ ძიენ'უენ-მა ლექცია წაიკითხა ჩინური კულტურის, ფილოსოფიისა და მუსიკის შესახებ.

კონფუციანური, ტაოისტური და ბუდისტური აზროვნება ჩინეთის მდიდარი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მათი ღრმა კვალი დაეტყო ჩინური კულტურის ყველა სფეროს, მათ შორის, ინსტრუმენტალურ მუსიკასა და მის ესთეტიკურ აღქმასაც.

აქვე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა ჩინური მუსიკისთვის.