ვანო გოგელია
20 იანვარი 2015
მოწვეული ლექტორი
საგანი: საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა
აკადემიური საქმიანობა: ვანო გოგელია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის საქმიანობას უძღვება. ის ასევე კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაზე.
განათლება: ვანო გოგელიას აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, რომელიც მიენიჭა 2011 წელს, პენსილვანიის უნივერსიტეტში (აშშ).
სამუშაო გამოცდილება: ვანო გოგელია იურიდიული მრჩეველია ერნსტ ენდ იანგში. 2008-2010 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უფროსი იურიდიული მრჩევლის პოზიციაზე. ის ასევე იყო უფროსი იურიდიული მრჩეველი ვენეციის კომისიაში.