GE

ვახტანგ გიორგაძე ჟენევის უნივერსიტეტში ისწავლის

09 აგვისტო 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

კიდევ ერთი კურსდამთავრებული - ვახტანგ გიორგაძე მაგისტრატურაში ჟენევის უნივერსიტეტში დავების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმების პროგრამაზე ისწავლის. მან შვეიცარიაში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად სრული სტიპენდია მოიპოვა.

ვახტანგ გიორგაძემ თავისუფალი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა 2014 წელს დაამთავრა და ის ამჟამად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს.