GE

ვახტანგ ჯანდიერი ამერიკის ოპტიკური საზოგადოების (The Optical Society of America) წარმატებულ წევრად აირჩიეს

24 ივნისი 2015

თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ჯანდიერი ამერიკის ოპტიკური საზოგადოების (The Optical Society of America) წარმატებულ წევრად აირჩიეს.

ამერიკის ოპტიკური საზოგადოება ყოველწლიურად გამოარჩევს იმ მეცნიერებს, რომლებმაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრესტიჟული საზოგადოების წარმატებული წევრების დიდ ნაწილს ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის სფეროს წარმომადგენლები წარმოადგენენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში.

ვახტანგ ჯანდიერი უკითხავს ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს ისეთ ძირითად საგნებში, როგორებიცაა ელექტრული წრედები, ელექტრომაგნიტური სისტემები, რიცხვითი მეთოდები და ელექტროტექნიკური მასალები.

იგი ასევე მუშაობას თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის იმ სტუდენტებთან, რამლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია და შრომისმოყვარეობა, რათა მათ შესძლონ ბაკალავრიატში სწავლის პერიოდშივე მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

ვახტანგ ჯანდიერი არის ასევე ამერიკის ელექტრო ინჟინერიის (IEEE) წარმატებული წევრი, არის ამერიკის ფულბრაიტის სამეცნიერო გრანტის (2015-2016), გერმანიის ჰუმბოლტის სამეცნიერო გრანტის (2015-2018) და იაპონიის ელექტრო ინჟინერიის ჯილდოს მფლობელი.