GE

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის გამოფენა

10 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის გამოფენა - ვადსის გამოფენა Space / VADS Exhibition Space.

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სემესტრის შუალედურ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პირველი და მეორე კურსელების ნამუშევრები.

სტუდენტებს უნდა შეექმნათ ისეთი ნამუშევრები, რომელთა პრეზენტაციისთვის კედელი არ იქნებოდა საჭირო, სწორედ ამიტომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ სამგანზომილებიანი ობიექტები.

პირველი კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ორ განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები. 
ნინო სეხნიაშვილის სტუდენტების ნამუშევრების თემა იყო "სიყვარული", ხოლო კოტე სულაბერიძის და ნინო ჭილაშვილის სტუდენტების - “სივრცე”.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მეორე კურსელების ნამუშევრები, სახელწოდებით “სივრცე”.