GE

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების გამოფენა

15 ნოემბერი 2016

14 ნოემბერს თავისუფალი უნივერსიტეტისა ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში პირველი და მეორე კურსის სტუდენტების სემესტრის შუალედური გამოფენის გაიხსნა.

მეორე კურსის სტუდენტების გამოფენა "თანამედროვე ყაჯარები" საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ცნობილი ყაჯარების დინასტიის პორტრეტების ინტერპრეტაციის თემას ეძღვნება. ყაჯარების დინასტია ირანს მე-18 საუკუნის ბოლოდან მართავდა და მათი მმართველობის დროს მათ კარზე შეიქმნა ევროპულ ყაიდაზე შექმნილი პორტრეტები. მუზეუმში მრავალი ვიზიტის შემდეგ ვადსის სტუდენტები ყაჯარების პორტრეტების მათ მიერ დანახულ თნამედროვე ვერსიას გვთავაზობენ.

გამოფენის მიზანია ისტორიული მასალის გაცნობა, მუზეუმის მიმართ ინტერესის გაძლიერება, მუზეუმში გამოფენილ არსებულ ორიგინალთან დამოკიდებულების და მუშაობის მნიშვნელობა და ამ ნამუშევრების თემის, ან ფორმის გათანამედროვება.

"თანამედროვე ყაჯარების" გამოფენის პარალელურად სემესტრის შუალედურ გამოფენაზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ ნიკა ქუთათელაძის და თორნიკე ჭაფოძის პირველი კურსის ხატვის სტუდიის სტუდენტები.

გამოფენა კახა ბენდუქიძის მემორიალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.