GE

VJ - ვორქშოპი

25 მარტი 2014

5 აპრილს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლით (VADS) დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის  VJ-ing-ის ვორქშოპი ჩატარდება. 

VJ (ვიდეო ჟოკეი) DJ-ის ტერმინის გადათამაშებაა. VJ არის ადამიანი რომელიც ვიზუალურ მასალას ამონტაჟებს და მას Live რეჟიმში გადასცემს პროექტორის ან მონიტორების საშუალებით. დღესდღეობით VJ-ინგი აქტუალურად გამოიყენება: თანამედროვე ქორეოგრაფიაში, თეატრში, ექსპერიმენტალურ კინოში, რეკლამაში.
პროგრამას გაუძღვება გიორგი მოზგოვოი. ის პრეზენტაციას გააკეთებს VJ-ინგზე, მისი შექმნის ისტორიასა და სხვადასხვა ფორმებზე.

პრეზენტაციის შემდეგ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ მასთან ერთად იმუშაონ და პრაქტიკულად შექმნან დიგიტალური ვიზუალი. 

ვორქშოპში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე