GE

ვლადიმირ პირაჟკოვის საჯარო ლექცია და მასტერკლასი

27 აპრილი 2015

პარასკევს, 1 მაისს, 13:00 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში გაიმართება ცნობილი სატრანსპორტო და სამრეწველო დიზაინერის, Astrarossa Design სტუდიოს და ინოვაციის ცენტრის დამაარსებლის, ვლადიმირ პირაჟკოვის საჯარო ლექცია და მასტერკლასი. 
 
ლექცია ტარდება ზვიად ციკოლიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VADS-ის) ინიციატივით.
 
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.