GE

წუწაობა 2023

11 აგვისტო 2023

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში წუწაობის ტრადიცია არსებობს, რომლითაც მეოთხეკურსელი სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას აღნიშნავენ და უნივერსიტეტის მენეჯმენტს, ლექტორებსა და ერთმანეთს დაუნდობლად წუწავენ.

წუწაობის ტრადიცია ბიზნესის სკოლიდან მოდის და შემდეგ კი სხვა სკოლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.

„წუწაობა 2023“ კი იმით იყო გამორჩეული, რომ წელს პირველად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ და სხვადასხვა ფერის მაისურებით წარსდგნენ.

News Wuw 1

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მაისურის ფერების მიხედვით იყვნენ წარმოდგენილი:

  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ESM - მუქი ლურჯი მაისურები
  • საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა - ბორდოსფერი მაისურები
  • სამართლის პროგრამა - იასამნისფერი მაისურები
  • მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა MACS[E] - ვარდისფერი მაისურები
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა MACS[E] - ცისფერი მაისურები
  • ფიზიკის პროგრამა - ნაცრისფერი მაისურები
  • მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები
  • არქიტექტურის პროგრამა VA[A]DS - შავი მაისურები
News Wuw 3

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები კი შემდეგი ფერის მაისურებით:

  • სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა - ფირუზისფერი მაისურები
  • ინჟინერიის პროგრამები - თეთრი მაისურები
  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - ნარინჯისფერი მაისურები
  • აგრონომიის პროგრამა - ელექტრიკი ღია მწვანე მაისურები
  • ბიოლოგიის პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები ქიმიის პროგრამა - ხაკისფერი მაისურები
News Wuw 4