ჭენგჭოუს უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი
02 ივლისი 2019
თავისუფალ უნივერსიტეტს პარტნიორი უნივერსიტეტის, ჭენგჭოუს უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ხელმძღვანელბდა უნივერსიტეტის პრორექტორი ბატონი ხან კუოხე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ტური კამპუსში, რომლის დროსაც სტუმრები გაეცნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პირობებსა და შესაძლებლობებს. ასევე გაიმართა ოფიციალური შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ ვახტანგ ლეჟავასთან, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.
სტუმრებს ასევე მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ კონფუცის ინსტიტუტის ღონისძებას "ჩინეთის დღეები" და პირადადაც მიეღოთ მონაწილეობა ჩინური ესეების კონკურსის დაჯილდოვების ცერემონიაში.