GE

წიგნების ფესტივალი 2014

03 ივნისი 2014

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობამ მონაწილეობა მიიღო წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ექსპო-ჯორჯიაში 29 მაისს გაიხსნა და 1 ივნისს დაიხურა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გამომცემლობის სტენდთან მკითხველებს შეეძლოთ შეეძინათ უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები და მიეღოთ საინტერესო საჩუქრები.

ამასთან, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რომელ ავტორთან სურდათ ფესტივალის სტუმრებს შეხვედრა.

გამოკითხვის შედეგები 1 ივნისს გახდა ცნობილი და გამოვლინდა ქართველ მკითხველებს შორის ყველაზე პოპულარული 3 ქართველი და 3 უცხოელი ავტორი, რომელთა მოწვევაზეც უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება.