GE

წუწაობა 2024

21 ივნისი 2024

თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში წუწაობის ტრადიცია არსებობს, რომლითაც მეოთხეკურსელი სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას აღნიშნავენ და უნივერსიტეტის მენეჯმენტს, ლექტორებსა და ერთმანეთს დაუნდობლად წუწავენ.

წუწაობის ტრადიცია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლიდან (ESM) მოდის და შემდეგ კი სხვა სკოლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. 2023 წელი კი იმით იყო გამორჩეული, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ და სხვადასხვა ფერის მაისურებით წარდგნენ.

2024 წლის წუწაობაზე თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები მაისურის ფერების მიხედვით იყვნენ წარმოდგენილი:

  • ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - მუქი ლურჯი მაისურები
  • საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა - ვარდისფერი მაისურები 
  • სამართლის პროგრამა - ლურჯი მაისურები
  • მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა - მუქი იასამნისფერი მაისურები
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა - შავი მაისურები
  • შენობის სისტემების ინჟინერიის პროგრამა - ყვითელი მაისურები
  • ⁠მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა პროგრამა - ბორდოსფერი მაისურები
  • ფიზიკის პროგრამა - ნარინჯისფერი მაისურები
  • ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის პროგრამა - შავი მაისურები
  • არქიტექტურის პროგრამა - ხაკისფერი მაისურები

აგრარული უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები კი შემდეგი ფერის მაისურებით:

  • ვეტერინარიის პროგრამა - იასამნისფერი მაისურები
  • სასურსათო ტექნოლოგიის პროგრამა - შავი მაისურები
  • მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა - წითელი მაისურები
  • ⁠ინჟინერიის პროგრამები - სალათისფერი მაისურები
  • ⁠ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა - მწვანე მაისურები
  • ⁠აგრონომიის პროგრამა - ელექტრიკი ღია მწვანე მაისურები
  • ბიოლოგიის პროგრამა - მუქი მწვანე მაისურები
  • ⁠ქიმიის პროგრამა - ცისფერი მაისურები
1Wuwaoba 2024 2Wuwaoba 2024 3Wuwaoba 2024 4Wuwaoba 2024 5Wuwaoba 2024