GE

ხელშეკრულება ცუკუბას უნივერსიტეტთან

17 აპრილი 2016

თავისუფალ უნივერსიტეტსა და იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
 
დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობას აკადემიურ სფეროში გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისთვის და ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
 
ხელშეკრულების საფუზველზე უკვე გამოყოფილია 3 ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც 2016 სექტემბერში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის იაპონური მიმართულების 3 სტუდენტი, 1 წლიანი პროგრამით გაემგზავრება იაპონიაში სასწავლებლად.