GE

ზაალ კოკაია - გამორჩეული პროფესორი

28 დეკემბერი 2013

25 დეკემბერს ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) პროფესორსა და ამავე სასწავლებლის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორს ზაალ კოკაიას თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის წოდება მიენიჭა. 

ცერემონიის შემდეგ კი გაიმართა მისი და თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი გამორჩეული პროფესორის, გია დვალის (ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია თემაზე „სამყაროსა და ტვინის განვითარება / ევოლუცია".

2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გამორჩეული პროფესორის წოდებას ანიჭებენ მეცნიერებს, რომლებსაც უნივერსიტეტების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.