GE

ზაალ კოკაია - როგორ დავწეროთ კვლევითი გრანტის წარმატებული აპლიკაცია

15 აპრილი 2017

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმოგიდენთ - თავისუფალი უნივერსიტეტის გამორჩეული პროფესორის, ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორის, ზაალ კოკაიას საჯარო ლექციას "როგორ დავწეროთ კვლევითი გრანტის წარმატებული აპლიკაცია".

ღონისძიება კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

ლექცია ჩატარდება 19 აპრილს, 18:30 საათზე, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში.

დასწრება თავისუფალია.

იხილეთ ფბ ივენთი.