GE

ზაზა ოსმანოვის ნაშრომს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ეხმიანება

27 ივლისი 2015

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი ფრიმენ დაისონი თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის ნაშრომს ეხმაურება.

დაისონის წერილში ვკითხულობთ: "პროფესორო ოსმანოვ, თქვენი სამეცნიერი ნაშრომის ხიბლი არის ის რომ შესაძლებელია ჩატარდეს ცდები, რისი საფუძველზეც თქვენი თეორია კიდევ უფრო გამყარდება. ამით გავზრდით შანსს, რომ დამტკიცდეს თქვენი მოსაზრება და კიდევ უფრო მეტი აღმოჩენების საფუძველი გახდეს."

ზაზა ოსმანოვის სტატია On the search for artificial Dyson-like structures around pulsars, გამოქვეყნებიდან მოკლე დროში ყველაზე წაკითხვადი ნაშრომი გახდა.

რამდენიმე დღის წინ სტატიიდან ფრაგმენტები აშშ-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე, რედაქტორის სვეტში მოხვდა.