GE

ზურა ჯაფარიძემ კამპუსში საჯარო ლექცია ჩაატარა

25 მაისი 2015

მომავალ დიპლომატთა კლუბი და თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობები სკოლა) იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანი ცივილური პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ლექციის მთავარი თემა იყო საქართველოს ეკონომიკური მდგომაროება დღეს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და სტუმარმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.