GE

ზურა კაკუშაძის ნაშრომის საერთაშორისო აღიარება

11 იანვარი 2017

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ზურა კაკუშაძის ნაშრომი "101 Formulaic Alphas" მოხვდა "SSRN Top Papers of 2016" სიაში.

SSRN (Social Science Research Network) არის სოციალური მეცნიერებების მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული არქივი, სადაც განთავსებულია 325 000-ზე მეტი მკვლევარის 700,000-ზე მეტი ნაშრომი 24 სხვადასხვა დისციპლინაში, როგორიცაა: ფინანსები, ანთროპოლოგია და არქეოლოგია, კოგნიტური მეცნიერებები, ეკონომიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პოლიტიკური მეცნიერებები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, და სხვა.

ვულოცავთ ზურას მიღწეულ წარმატებას!