GE

ზურა კაკუშაძის წიგნი გამოქვეყნდა

24 დეკემბერი 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ზურა კაკუშაძის ახალი წიგნი “151 Trading Strategies” (“151 სავაჭრო სტრატეგია”) ახლახან გამოქვეყნდა Palgrave Macmillan-ის მიერრომელიც Springer Nature საერთაშორისო გამომცემლობის ნაწილია (წიგნის  ბმული).

წიგნის უფასო, 271 გვერდიანი ვერსია, რომელიც აგრეთვე შეიცავს კომპიუტერულ კოდს, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.

წიგნში შეგიძლიათ გაეცნოთ სტრატეგიების დეტალურ აღწერას მრავალრიცხოვანი აქტივების კლასებისა დასხვადასხვა სტილის მასშტაბით, როგორიცაა აქციები, ოპციები, ფიქსირებული შემოსავალი (მაგ. ობლიგაციები), ვადიანი გარიგებები, ETF-ები, ინდექსები, სასაქონლო აქტივები, უცხოური ვალუტა, კონვერტირებადი ობლიგაციები, სტრუქტურირებული აქტივები, ცვალებადობა, უძრავი ქონება, ზარალიანი აქტივები,
ფულადი სახსრები, კრიპტოვალუტა, ამინდი, ენერგია, ინფლაცია, გლობალურიმაკრო, ინფრასტრუქტურა და საგადასახადო არბიტრაჟი.

ზოგიერთი სტრატეგია ეფუძნება კომპიუტერული სწავლის მეთოდებს. წიგნი ასევე შეიცავს სტრატეგიების ტესტირების კომპიუტერულ კოდს, დაახლოებით 2000-მდე ბიბლიოგრაფიულ ცნობას, განსაზღვრავს 900-ზემეტ ფინანსურ და ეკონომიკურ ტერმინსა და აკრონიმს და მათემატიკურ ცნებას. პრეზენტაცია არის აღწერითიდა პედაგოგიური.