ENG GEO

Search form

ფიზიკის ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

(0533) ფიზიკის დოქტორი - (0533) PhD in Physics

პროგრამის ხაგრძლივობა და მოცულობა

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს 45 კრედიტს.

სწავლების ენა

ქართული


პროგრამის კონცეფცია

ფიზიკის მიმართულებით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს აქვთ უნიკალური რესურსი (მაღალკვალიფიციური პროფესორები, მატერიალური ბაზა, საერთაშორისო კავშირები), რომ ერთობლივი ძალებით მოამზადონ ფიზიკის დოქტორი, რომელსაც შეეძლება ჩაერთოს სამეცნიერო, პედაგოგიურ ან პრაქტიკულ საქმიანობაში.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ერთობლივი რესურსებით იძლევა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სრულყოფილ გარემოს, როგორც დარგობრივი კვლევითი და სასწავლო საქმიანობის ისე ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებისათვის.
ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომლობას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სხვა პროგრამებთან, კერძოდ ინჟინერიისა სადოქტორო პროგრამასთან, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სკოლასთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი კვლევითი სემინარების ორგანიზებას და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში სტუდენტებისა და პროფესორების ჩართულობას.
საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისას ჩვენ გავეცანით და გავითვალისწინეთ არსებული წარმატებული მოდელები, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამ მოდელების საფუძველზე, ჩვენი მიზნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბეთ კურიკულუმი.

პროგრამის სრული აღწერა იხილეთ აქ.


სადოქტორო პროგრამაზე მიღება.