ENG GEO

Search form

პროფესიული პროგრამა - CMM (Certified Marketing Manager)

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის CMM მიზანია მსმენელმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები შეიძინოს, რათა მან შეძლოს გახდეს კვალიფიციური სპეციალისტი მარკეტინგში. CMM პროგრამის განმავლობაში მსმენელები იმუშავებენ პრაქტიკულ ამოცანებსა და პროექტებზე, რაც მსმენელს პროფესიული საქმიანობისას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.
პროგრამა განკუთვნილია მოქმედი მარკეტერებისთვის, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია მარკეტინგის სფეროში.
პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან მარკეტინგის ძირითად საგნებს და იმუშავებენ სხვადასხვა პროექტებზე.

საგნების ჩამონათვალი: 

პროგრამის ფარგლებში მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს და მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტს:
• მარკეტინგის საფუძვლები
• ეფექტური პრეზენტაცია
• ბრენდინგი
• მარკეტინგული კვლევა
• რეკლამა
• პრომოუშენი
• საზოგადოებასთან ურთიერთობა
• ციფრული-მარკეტინგი

სერტიფიკატი: 

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ თავისუფალი უნივერსიტეტის სერტიფიკატს Certified Marketing Manager.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

• თითოეულ საგანში დადებითი შეფასების მიღება
• პროექტების მომზადება და წარდგენა

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი:

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ:

• სამუშაო დღეებში (ორჯერ) 19:00 - 21:45
• შაბათს 11:00 - 17:00

პროგრამის ღირებულება: 

CMM პროგრამის სწავლის საფასური – 2500 ლარი. სწავლის საფასურის ნახევარი მსმენელმა უნდა დაფაროს სწავლის დაწყებამდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე ნახევარი სწავლის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში.

პროგრამის გასავლელად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 

დაწყების თარიღი:

  • CMM 17 - ოქტომბერი, 2023
  • CMM 16 - მარტი, 2023
  • CMM 15 - 17 ოქტომბერი, 2022
  • CMM 14 - 30 აპრილი, 2022
  • CMM 13 - ოქტომბერი, 2021

საკონტაქტო პირი:

თეა ხინჩაგაშვილი

ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
მობ: 579 494848

Facebook