ENG GEO

Search form

სწავლის საფასური თავისუფალ უნივერსიტეტში (2021-22 სასწავლო წელი)

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის (შარშანდელის მსგავსად) ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის აწესებს სასწავლო გრანტს 9 000 ლარის ოდენობით.

ეს თანხა სტუდენტს 4 წლის განმავლობაში ყოველწლიურად სწავლის საფასურს 2 250 ლარით შეუმცირებს.

ამასთან, ცოდნის ფონდის გრანტს ემატება სახელმწიფო გრანტი, რომელიც სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგის მიხედვით ეძლევა.

თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასურიც ასევე არ შეცვლილა და გასული წლის მსგავსად 6 950 ლარს შეადგენს (გარდა ბიზნეს სკოლისა, სადაც სწავლის საფასური წლიურად 7 950 ლარია).

 

დამატებითი ერთწლიანი სასწავლო გრანტი საუკეთესოებისთვის ცოდნის ფონდისგან.

  • თუ იქნები პირველი შენს საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
  • თუ გაიმარჯვებ მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადებში და გახდები ჩვენი სტუდენტი.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შექმნის დღიდან თავისუფალი უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გამსვლელი ქულების რეიტინგის მიხედვით უპირობო ლიდერია, უნივერსიტეტი რეკომენდაციის სახით აბიტურიენტებს ურჩევს - საბაკალავრო პროგრამებიდან თუ თავისუფალი უნივერსიტეტის სკოლას არ აირჩევთ პირველ პრიორიტეტად თქვენი ჩვენთან ჩაბარების შანსი ძალიან შემცირდება, რადგან  სათანადო ქულების მიღების შემთხვევაშიც მოხვდებით იმ სასწავლებელში, რომელიც პირველ ნომრად გაქვთ შემოხაზული.


ამიტომ: იზრუნე საკუთარ წარმატებაზე - აირჩიე თავისუფალი უნივერსიტეტი.

დარეგისტრირდი გაცნობით პროგრამებზე, მოდი კამპუსში და გაიგე კიდევ უფრო მეტი.