თვითგამორკვევის უფლება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული უფლება ადამიანის უფლებათა შორის. ხსენებული უფლება იმ უიშვიათეს უფლებებს მიეკუთვნება, რომლებიც ცალკეულ ინდივიდებს კი არა ხალხთა გაერთიანებას აქვს მინიჭებული, აქედან გამომდინარე წარმოადგენს არა ინდივიდუალურ, არამედ ჯგუფურ უფლებას. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ეს უფლება მათ ანიჭეს იმის შესაძლებლობას, რომ განსაზღვრონ თავიანთი პოლიტიკური სტატუსი და ეკონომიკური, კულტურული თუ სოციალური სწრაფვები. ერთა თვითგამორკვევა გულისხმობს იმას, რომ ხალხს კოლექტიურად ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ დამოუკიდებლად წარმართოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული საქმიანობები და ამასთანავე ენიჭება უფლებამოსილება, რომ გარკვეულ შემთხვევებში განსაზღვროს საკუთარი სამართლებრივი სტატუსი, რაც შემდეგ ორ საკითხში გამოიხატება, ერთი არის ის, რომ შექმნას საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ან სურვილის შემთხვევაში შეურთდეს სხვა სახელმწიფოს.
ეროვული თვითგამორკვევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალიზმთან და ლიბერალიზმთან და ეს უფლება შეიძლება განხილული იყოს, როგორც სახელმწიფოსა და ერს, ანუ ხალხს შორის ურთიერთდამოკიდებულობის თეორიადაც. აღნიშნული პრინციპი აღიარებს ყველა ხალხის უფლებას, რომ თვითონვე განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური თუ იურიდიული სტატუსი, მაგრამ ამავე დროს წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ისეთ პრინციპებთან, როგორიც არის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპი, ვინაიდან აღნიშნული პრინციპი სწორედ იმ უფლებამოსილებას ანიჭებს ხალხებს, რომ კულტურული თუ სხვა ნიშნების მიხედვით მოახდინონ ინდივიდუალიზაცია და სურვილის შემთხვევაში ჩამოაყალიბონ კიდეც ახალი სახელმწიფო. ამ წინააღმდეგობრიობამ მრავალი დაძაბულობაც გამოიწვია მსოფლიოს გარშემო და მუდმივად წამოიჭრება ისეთი კითხვები თუ ვინ შეიძლება მივიჩნიოთ ხალხად, რომელსაც შეიძლება თვითგამორკვევის უფლება მიემართებოდეს და გამართლებულია თუ არა ასეთი მიზნის მისაღწევად რევოლუციებისა თუ სეცესიებისთვის მიმართვა.
თვითგამორკვევის უფლება პირველად გაჟღერდა 1945 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, ოღონდ თავდაპირველად მხოლოდ ერთა შორის მეგობრული დამოკიდებულების კონტექსტში. ის მნიშვნელობა რაც დღეს-დღეობით აქვს, მოგვიანებით, 1966 წელს შეიძინა და რეგლამენტირებული იქნა ადამიანთა კოლექტიურ უფლებად, რომლის თანახმადაც ეს უფლება ყველას გააჩნია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
ამ უფლების მაგალითი არის სეცესია, სახელმწიფო რომ გამოეყოს რეგიონს ცალკე სახელმწიფოდ და შექმნას დამოუკიდებელი ერთეული. ქართველ ხალხმაც ისარგებლა თვითგამორკვევის უფლებით და ეს იყო 1991 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა რეფერენდუმის შედეგად სსრკ-დან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ეს უფლება გაჩნდა ვუდროუ ვილსონის მიერ.
ამ უფლების ხალხისთვის მინიჭების შემდეგ დაიწყო იმპერიების დაშლა, მაგ: ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, ოსმალეთის იმპერიის. ამ ერთეულებს მოუნდათ ცალკე ერთეულების და ცალკე სახელმწიფოების შექმნა. ბულგარეთი, რუმინეთი, სირია, ლიბანი, ერაყი - ეს სახელმწიფოები, რომლებიც სხვადასხვა იმპერიების ნაწილები იყვნენ, გათავისუფლდნენ და მიიღეს დამოუკიდებლობა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველომაც შექმნა პირველი რესპუბლიკა 1918 წელს. სწორედ იმის გამო, რომ მაგ დროს მსოფლიოში იყო თვითგამოკრვევის უფლების ბუმი. პატარა ქვეყნები ცდილობდნენ ამ უფლების გამოყენებას. ეს არ იყო სამართლებრივი უფლება, ეს იყო პოლიტიკური დოქტრინა. ეს გარდაიქმნა სამართლებრივ უფლებად მეორე მსოფლიო ომის დროს. ანუ კლასიკური გაგებით, ეს უფლება ნიშნავს იმას, რომ კოლონიას აქვს უფლება გამოეყოს.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ უფლების შესაძენად საჭიროა, რომ გვყავდეს ხალხი, ხალხად იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია ხალხთა ერთობა და შემდგომ ისეთი რაღაცების ქონა, როგორიცაა საერთო ისტორიის აღქმა, შეიძლება იყოს საერთო ენა, ეკონომიკა, ვაჭრობა და ა.შ.
თვითგამორკვევის უფლება, როგორც სეცესიის უფლება, ეხება მხოლოდ კოლონიურ კონტექსტს. ანუ ეს უფლება არის ორნაწილიანი: არსებობს შინაგანი და გარეგანი თვითგამორკვევის უფლება. გარეგანი არის სეცესია, ანუ ცალკე გამოყოფის უფლება. შინაგანი თვითგამორკვევის უფლება გულისხმობს პოლიტიკური უფლებების რეალიზაციას, როგორც ცალკე ხალხის, უკვე არსებულ სახელმწიფოში, ეს შეიძლება მოხდეს, კულტურული უფლებებით, ფედერალური მოდელით, ცალკე პარლამენტით და ა.შ. საერთაშორისო სამართალი თანხმდება რომ კოლონიური კონტექსტის მიღმა არ არსებობს თვითგამორკვევის უფლება. კოლონია კლასიკურად განიმარტება, როგორც სხვა ოკეანეზე, სხვა კონტინენტზე, წყლით გამოყოფილი ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს სხვა ერი. ამ განმარტების მიხედვით კოლონიები იყვნენ აფრიკა ევროპის, ლათინური ამერიკა ევროპის, მაგრამ რუსეთის კოლონიად არ აღიქმებოდა ჩეჩნეთი და ციმბირი.
კოლონიური პროცესი დღეს დასრულდა, თითქმის ყველამ მიაღწია თვითგამორკვევის უფლებას. გამონაკლისია პალესტინელი ხალხი. ამის გამო, დღეს ეს უფლება მოიცავს მხოლოდ შინაგან ასპექტს. ანუ აფხაზები თუ გადაწყვეტენ ამ უფლებით სარგებლობას, მაშინ გამოვა, რომ მხოლოდ შინაგანი ასპექტის გამოყენება შეეძლებათ და გადაწყვეტენ, როგორი პოლიტიკური სისტემაა ექნებათ და ა.შ. აჭარა არ არის ცალკე ხალხი, მათი ავტონომია არის ძალიან ფორმალური და მხოლოდ აფხაზეთის შემოსარიგებლად არის სასიკეთო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.