C[A]R არქიტექტურის კლვევის ცენტრი
C[A]R - არქიტექტურის კვლევის ცენტრი, წარმოადგენს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, VA[A]DS, არქიტექტურის პროგრამის ბაზაზე დაფუძნებულ კვლევით ერთეულს.
C[A]R-ის ამოცანაა არქიტექტურის კვლევის ფართო კონცეპტუალური ხედვის მხარდაჭერისა და კვლევითი პრაქტიკის ინსტიტუციონალიზება,
C[A]R-ში თავმოყრილი კვლევისა ის მრავალმხრივ მიმართულებები, რომლებიც 2018 წელდან არქიტერქტური პროგრამის ამოქმედების შემდეგ შედგა. ამ წლების განმავლობაში, VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამა თავად წარმოადგენდა პლატფორმას თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ არქიტექტურული ცოდნის განვითარებისათვის, ხოლო CAR-ის დაფუძნებით თავისუფალმა უნივერსიტეტმა ამ სფეროში კვლევების მხარდაჭერის ფორმალიზება მოახდინა.
C[A]R-ი არქიტექტურის პროგრამის ბაზაზე მოქმედი ინსტიტუციური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს კვლევითი პროექტების განვითარებას არქიტექტურის, ურბანიზმის, ლანდშაფტისა და სივრცითი აზროვნების ფართო სფეროში. ცენტრი მხარს უჭერს აკადემიური პერსონალის კვლევით ინიციატივებსა და ხელს უწყობს სტუდენტების კვლევით უნარების განვითარება, კვლევითი ასისტენტობის ფორმით. იგი ახალისებს ინტერდისციპლინურ კვლევებში თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ამასთანავე, უზრუნველყოფს პროექტების წარმორჩენას საჯარო ფორმატებში.
თემატურად, C[A]R-ი იმ კვლევითი მიმართულებებს აერთიანებს, რომლებიც აკადემიური პერსონალის პროექტებიდან წარმოიშობა და, ამავდროულად, ეფუძნება არქიტექტურის სასწავლო პროგრამაში არსებულ მრავალფეროვან მიდგომებს. ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა „ქალაქის არქიტექტურა“ („თბილისის ტიპოლოგია“, „RE: City“), „ტრადიციული არქიტექტურა და კულტურული ლანდშაფტები“ („დარბაზის დიალოგები“, „ონის სკოლა“), რურალურ-ურბანული ურთიერთკავშირები („რეგიონული ურთიერთკავშირები“, „სოფლის დაპროექტება/Designing the Countryside“), ასევე „შენობის ეფექტიანობა და ახალი ტექნოლოგიები“, ცენტრის საქმიანობის ძირითად ჩარჩოს განსაზღვრავს, ხოლო ცალკეული პროექტები არქიტექტურული კვლევის ახალ და განვითარებად მიდგომებს წარმოაჩენს.
მეთოდოლოგიურად C[A]R-ის ერთერთი პრინციპი კვლევების საჯარო ხელმისაწვდომობაა. ცენტრი ხელს უწყობს ისეთი ფორმატებს, რომლებიც არქიტექტურულ კვლევებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებს, იმის გათვალისწინებით, რომ არქიტექტურული საქმიანობა თავისი არსით საზოგადოებრივი მოვლენაა. გამოფენები, პუბლიკაციები, სიმპოზიუმები და საველე სამუშაოები მხოლოდ ნაწილია იმ ფორმატებისა, რომლებშიც ცენტრის საქმიანობა იქნება გამოხატული.
C[A]R-ი ეფუძნება ისეთ ინსტიტუციებთან თანამშრომლობას, როგორებიცაა ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტი (ETH Zurich), დანიის სამეფო აკადემია, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (UC Louvain, ბრიუსელი), ოსტფალიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე და სხვა.
ცენტრის საფუძველი იმ მკვლევართა და პრაქტიკოსთა ჯგუფია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის კვლევით მიმართულებას. პარალელურად, ცენტრის ამოცანაა ამ პროფესიული არეალის გაფართოება, როგორც თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი, ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებით.
ჯესი ვოგლერი
პროფესორი; არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელილადო შონია
ასისტენტ პროფესორიგიორგი მარგიშვილი
ასოცირებული პროფესორიტატიანა ქოიავა
მოწვეული ლექტორირამაზ კიკნაძე
მოწვეული ლექტორილევან კალანდარიშვილი
ასოცირებული პროფესორიდიმიტრი ერისთავი
ასისტენტ პროფესორიირინა დიხამინჯია
მოწვეული ლექტორისალომე ბერეჩიკიძე
მოწვეული ლექტორიიოსებ ანდრაზაშვილი
ასისტენტ-პროფესორი