ბიბლიოთეკის შესახებ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მისიაა ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო - სამეცნიერო პროცესებს.
ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავს სასწავლო და კვლევითი პროცესებისათვის აუცილებელ სახელმძღვანელოებს, მრავალფეროვან ლიტერატურას და პერიოდულ გამოცემებს, როგორც ბეჭდური,ასევე ელექტრონული სახით.
ბიბლიოთეკა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო გამომცემლობებთან და მუდმივად ანახლებს ფონდებს.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 -21:00 სთ.
შაბათი: 10:00 – 18:00 სთ.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნანა რამიშვილი
ანნა ვეშაგურიძე
სამეცნიერო ბაზები
JSTOR
მულტიდისციპლინარული ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 2000 -ზე მეტ აკადემიურ ჟურნალს.
SCOPUS
სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე.
Science Direct
სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებს.
Project Gutenberg
მულტიდისციპლინარული ღია წვდომის ბაზა, მოიცავს 53 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნს.
HeinOnline
ონლაინ პლათფორმა სამართლის მიმართულებით, რომელი მოიცავს ჟურნალებს, სამთავრობო დოკუმენტებსა და ქეისებს.
ტრენინგები
ბიბლიოთეკა გთავაზობთ ტრენინგებს საბიბლიოთეკო სერვისების და რესურსების გამოყენების შესახებ სასწავლო და კვლევით პროცესში.
ხანგრძლივობა: 30 წთ
ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- საბიბლიოთეკო სერვისები
- ელექტრონული კატალოგი და მისი გამოყენების სპეციფიკა
- სამეცნიერო ელექტრონული ბაზები
ტრენინგები ჩატარდება კამპუსის ბიბლიოთეკაში, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. შეხვედრა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.